სლოვაკეთის და საქართველოს განვითარების თანამშრომლობა უნიკალური პროექტით გრძელდება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური კეთილდღეობის მხარდასაჭერად განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე, სლოვაკეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტომ გადაწყვიტა დაეხმაროს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს.
დღეს, 2019 წლის სლოვაკეთის დახმარების ბოლო, მე -6 მცირე საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი ორგანიზაცია პირველი ნაბიჯის დირექტორ, ქალბატონ თამარ ზაალიშვილთან ერთად. პროექტის მიზანია რომ შეიმუშავონ სენსორული ინტეგრაციის პროგრამა ინტელექტუალური და ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროცესისთვის, თბილისში აღიჭურვება 5 სენსორული ოთახი, ყველა საჭირო ტექნიკით, სადაც ბავშვებს შეეძლებათ სპეციალური სენსორული თერაპიის მიღება.