1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს Gipa For Children პროექტის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტებმა პირველ ნაბიჯს ყველა საჭირო ნივთი გადასცეს იმისათვის, რომ მომზადებულები შევხვდეთ ცენტრის გახსნას.
ჩვენმა ახალმა მეგობრებმა გახსნისთვის პირველი ნაბიჯი სრულად აღჭურვეს ნიღბებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო ხსნარით და სხვა საჭირო ნივთებით. დღეს მშვიდად ვართ, რადგან ყველაფერი გვაქვს ბავშვებთან შესახვედრად, ახლა ჩვენი ორგანიზაციის ყველა მიმართულებით ამუშავებას ველოდებით.