გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

12 მაი, 2020
პირველი ნაბიჯის განცხადება ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

საქართველოში ახალი კორონა ვირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №434 განკარგულების და № 501 დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის მარტიდან „პირველი ნაბიჯი“ პროგრამების (ადრეული განვითარების, დღის ცენტრის, ბინაზე მოვლის და აუტიზმის) ჩვეული ფორმატით მიწოდება შეჩერდა. 2020 წლის მარტის თვეში, ადრეული განვითარების, დღის ცენტრის და ბინაზე მოვლის პროგრამებისთვის, ხელმძღვანელებმა დაწერეს მოდიფიცირებული პროგრამები, რაც გულისხმობს ბავშვების ინდივიდუალური აქტივობების და მხარდაჭერის უზრუნველყოფას დისტანციური მეთოდების გამოყენებით. 2020 წლის 13 აპრილიდან ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“ განახორციელებს პროგრამებში ჩართული ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერას დისტანციურად, საგანგებო მდგომარეობის ხანგრძლივობის შესაბამისად.