გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

6 მაი, 2020
DIR Floortime თერაპია - აუტიზმის თანამედროვე თერაპიული მიდგომა
პირველი ნაბიჯის ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამის ფარგლებში, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, 2016 წლიდან 3 წლის მანიძლზე მიმდინარეობდა პროექტი “საქართველოში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებთან და მათ ოჯახებთან თანამედროვე თერაპიული მიდგომების დანერგვა“, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის განვითარების თეორიაზე დაფუძნებულ მიდგომის დანერგვას და მისი ეფექტურობის შეფასებას ემსახურებოდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში DIRFloortime თერაპიას იღებდა 50 ბენეფიციარი. DIRFloortime თერაპია ყურადღებას ამახვილებს მშობელს/მომვლელსა და ბავშვს შორის არსებულ სოციალურ ინტერაქციასა და რეციპროკულ ურთიერთობაზე, რა დროსაც გათვალისწინებულია ბავშვის სენსორული ინტეგრაციის პროფილი. ეს მოდელი ასევე ეფუძნება მოსაზრებას, რომ ემოცია საფუძველია ადამიანის ფსიქიკური განვითარებისთვის და ხელს უწყობს ბავშვის სოციალური, შემეცნებითი და ფუნქციური უნარების განვითარებას.
აღნიშნული კლიპში საკუთარ გამოცდილებას ფლორთაიმ თერაპიასთან მიმართებაში პირველი ნაბიჯის ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამის ბენეფიციარების მშობლები გვიზიარებენ.

ფილმის სანახავად მიჰყევით ბმულს

https://vimeo.com/415613629