გვინდა ძალიან კეთილი და საამაყო ადამიანების შესახებ მოგიყვეთ, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდნენ და დახმარება შემოგვთავაზეს.
როგორც იცით პირველი ნაბიჯი 10-მდე სხვა პროგრამის გარდა დღის ცენტრის და ბინაზე მოვლის პროგრამების ფარგლებში ყველაზე განსაკუთრებულ ბავშვებს ემსახურება, სწორედ მათთვის გადმოგვცა კომპანია Policy and Management Consulting Group - PMCG-იმ თანხა, რომლითაც აუცილებელი მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები უკვე მივაწოდეთ ჩვენს მონატრებულ ბავშვებს.
PMCG უკვე წლებია ჩვენი ერთგული მეგობარია და უდიდესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ მათ თანამშრომელს პირველი ნაბიჯის მთელი გუნდის და მშობლების სახელით, რომ ამ რთულ პერიოდში პირველი ჩვენი ბავშვები გაახსენდათ.