პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის ბავშვები ახალ 2020 წელს ახალი მინიავტობუსით შეეგებებიან.
15 წლის წინ შეძენილი ტრანსპორტი წლის დასაწყისში მწყობრიდან გამოვიდა და რამდენიმე თვე უშედეგოდ ვეძებდით სპონსორს, როდესაც იმედები უკვე გადაწურული გვქონდა გამოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც გამოუვალი მდგომარეობიდან გამოგვიყვანეს.
გერმანიის საელჩოს და კაზინო შანგრილას დახმარებით შევიძინეთ მინიავტობუსი, რომელიც მრავალი წელი მოემსახურება ჩვენს ბავშვებს.