გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

30 იან, 2020
აუტიზმთან მუშაობის თანამედროვე მეთოდები

არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი"-ს ორგანიზებით და "ღია საზოგადოების ფონდი"-ს  მხარდაჭერით, 30 იანვარს გაიმართა კონფერენცია თემაზე - „აუტიზმის მქონე ადრეული ასაკის ბავშვებთან და მათ ოჯახებთან მუშაობის თანამედროვე მეთოდები".
მომხსენებლები იყვნენ საქართველოში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები და უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტები.
კომფერენციაზე სხვა თერაპიულ მიდგომებთან ერთად განხილული იყო საქართველოსთვის შედარებით ახალი მიდგომა DIR – Floortime, რომელიც პირველ ნაბიჯში უკვე 4 წელია ინერგება და 2021 წლიდან გვეყოლება საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე ექსპერტ/ტრენერები, რომლებიც ამ მიმართულებით ადგილობრივი კადრის გადამზადებას შეძლებენ.

კონფერენცია დაინტერესებული პირებისთვის, პროფესიონალებისა და მშობლებისთვის, ასევე სოციალური პოლიტიკის განმსაზღვრელი ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებისთვის იყო განკუთვნილი.