გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

9 ოქტ, 2019
პირველი ნაბიჯის განახლებული დღის ცენტრი და აუტიზმის ცენტრი

2019 წლის 9 ოქტომბერს პირველ ნაბიჯში განახლებული დღის ცენტრი და აუტიზმის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

20 წლის წინ აშენებული შენობები სავალალო მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა სასწრაფო სარემონტო სამუშაოებს, რაც შესაძლებელი გახდა ჩვენი მეგობრების ფინანსური მხარდაჭერით.

კომპანია ჰაიდელბერგცემენტის დახმარებით სრულად გარემონტდა დღის ცენტრის კოტეჯი, ხოლო აუტიზმის ცენტრის სარემონტო სამუშაოებისთვის თანხების მობილიზება რამდენიმე კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა შეძლო, მათ შორის კომპანია სოკარ ჯორჯიამ.

კოტეჯების გახსნის ღონისძიებას სპონსორი კომპანიების წარმომადგენლები და პირველი ნაბიჯის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

კომპანია დიომ ორივე კოტეჯი ფერადი ფარდა-ჟალუზებით აღჭურვა, Mgroup-მა კი სტუმრებისთვის უგემრიელესი ფურშეტი შემოგვთავაზა.

განახლებულ კოტეჯებში განახლდა საკლასო ოთახები, მოეწყო სივრცეები მშობლებისთვის, განახლდა ფიზიკური და სენსორული თერაპიის ოთახები.

 იხილეთ ვიდეო - როგორი იყო კოტეჯები რემონტამდე და როგორი გახდა რემონტის შემდეგ ♥