წარმოიდგინეთ, ბავშვობაში რომ წაეყვანეთ ვინმეს ექსკურსიაზე აეროპორტში, თანაც უბრალოდ კი არ წაეყვანეთ, ეჩვენებინათ ყველაფერი, გაგევლოთ ყველა ეტაპი, რასაც გამგზავრების დროს გადიან მგზავრები, დაგეთვალიერებინათ და საკუთარ თავზე მოგერგოთ სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, შიგნიდან დაგეთვალიერებინათ თვითმფრინავები. ალბათ ამაზე საინტერესო და სახალისო არაფერი არ იქნებოდა.
დიდი მადლობა Tbilisi and Batumi International Airports-ს, რომელმაც ასეთი დაუვიწყარი თავგადასავლებით სავსე დღე მოუწყო პირველი ნაბიჯის კონსულტაციის და თერაპიის ცენტრის ბავშვებს. ამ ემოციას არაფერი შეედრება.