პირველმა ნაბიჯმა ძველი სათამაშოების გაცოცხლების კამპანია დაიწყო, რომელსაც უკვე არაერთი კომპანია და მათი თანამშრომლები შემოუერთდნენ.
EY-ს, Hotel and Preferance Hualing Tbilisi, სასტუმრო გალერი პალასი, TAV Georgia, კომპანიაების წარმომადგენლები პირველ ნაბიჯს ესტუმრნენ და ბავშვებს მეორადი და ახალი სათამაშოები გადასცეს, რომლებიც თანამშრომლებთან ერთად შეაგროვეს.
ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც კიდევ რამდენიმე კომპანიას მივმართეთ.
ჩვენს მეგობრებს კი უდიდეს მადლობას ვუხდით ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის, აღნიშნული სათამაშოებით ჩვენი სპეციალისტები 600-ზე მეტ ბავშვს გაუწევენ მომსახურებას.