გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

25 თებ, 2019
DIR ფლორთაიმი პირველ ნაბიჯში - სიახლეები

პირველი ნაბიჯის კონსულტაციის, ინტერვენციისა და თერაპიის ცენტრის თანამშრომლებმა კვალიფიკაციის დამადასტურეებლი კიდევ ერთი საერთაშორისო სერთიფიკატი მიიღეს.

ორგანიზაციის ორი ფსიქოლოგი გვანცა კოპალიანი და თეონა გავაშელიშვილი უკვე ფლობს  მოდელის "DIR ფლორთაიმ" (DIR Floortime) პროფესიონალის სერთიფიკატს; მეორე დონე ემოციურ, სოციალურ და კოგნიტურ განვითარებაში. („Professional DIR-FCD™ Model Certificate Level 2 in Emotional, Social and Cognitive Development (CL2) / Fellows Course“).

აღნიშნული სერთიფიკატის საფუძველზე სპეციალისტებს შეუძლიათ:

  • DIR Floortime მიდგომის   მიხედვით  ბავშვის განვითარების ინდივიდუალური პროფილის, მისი ფუნქციურ-ემოციური სფეროს  შეფასება  და შესაბამისი ინტერპრეტაცია;
  • დაკვირვებისა და თერაპიის პროცესში DIR Floortime მეთოდის  შეფასების ძირითადი ინსტრუმენეტებისა და ტექნიკების  გამოყენება;
  • ბავშვის ფუნქციურ-ემოციური სფეროს განვითარებაზე მოქმედი ფაქტორების იდენტიფიკაცია;
  • შეფასების შედეგად ბავშვთან და ოჯახთან მუშაობის ინდივიდუალური გეგმის  შედგენა;
  • ბენეფიციარების განვითარების პროგრესის შეფასება და ინტერვენციის გეგმის შესაბამისი მოდიფიკაცია;
  • აღნიშნული მოდელის ჩარჩოში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ინტერდისციპლინური მუშაობა;
  • DIR Floortime  მოდელით რეფლექსიური სუპერვიზიისა და ტუტორინგის  სიღრმისეული  გააზრება ;
  • ბავშვის განვითარების, ინდივიდუალური განსხვავებულობისა და გამოწვევების  სიღრმისეული გაგება;
  • DIR Floortime მოდელის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, დაინტერესებული პირებისათვის აღნიშნული მიდგომის გაცნობა,  შესაბამისი პრეზენტაციებისა და შეხვედრების ორგანიზება;

ასევე მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ორივე სპეციალისტი გადავიდა პროფესიული განვითარების შემდეგ ეტაპზე, რაც გულისხმობს სწავლის გაგრძელებას DIR Floortime მოდელის ტრენერთა კურსზე. აპრილიდან თეონა და გვანცა გააგრძელებენ შემდეგ ეტაპზე სწავლას, რის შედეგადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ ამ სფეროში მომუშავე დაინტერესებული სპეციალისტები მოამზადონ / გადაამზადონ DIR Floortime მოდელის მიხედვით.

DIR Floortime არის ინტერევენციის მეთოდი, რომელიც გამოიყენება აუტისტური სპექტრის აშლილობისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან. იგი ეფუძნება იდეას, რომ ემოცია უპირველესია ადამიანის გონებრივი განვითარებისთვის და ხელს უწყობს ბავშვის სოციალურ-ემოციურ  და კოგნიტურ განვითრებას. DIR Floortime  წარმოადგენს  განვითარების მოდელს, რომელიც ფოკუსირებას ახდენს მშობელს/მომვლელსა და ბავშვს შორის სოციალურ ინტერაქციასა და ორმხრივ ურთიერთობაზე, რა დროსაც  გათვალისწინებულია ბავშვის სენსორული ინტეგრაციის პროფილი. აღნიშნული მიდგომა,  უნივერსალური განვითარების პრინცპიზე დაყრდნობით, საშუალებას იძლევა მოერგოს სხვადასხვა ასაკის  ადამიანს  განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე არსებული გამოწვევების შესაბამისად.