კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის
ბავშვის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური სტანდარტი
დოკუმენტის მიზანი
წინამდებარე დოკუმენტის მიზანია, განსაზღვროს ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის მინიმალური სტანდარტები, პროცედურები და ქცევის ნორმები, რომელთა დაცვა სავალდებულოა „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ (შემდგომში „კოალიცია“) და მისი წევრი იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთაც თავად არ გააჩნია ბავშვის უსაფრთხოების დაცვის უფრო მაღალი სტანდარტის დოკუმენტი.
წინამდებარე დოკუნეტი შექმნილია საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების “გადავარჩინოთ ბავშვები“, „World Vision საქართველო“, „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ მოქმედი პოლიტიკის დოკუმენტზე დაყრდნობით და სრულ თანხვედრაშია საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.
სათაური: |
ბავშვის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური სტანდარტი |
სფერო |
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის მინიმალურ სტანდარტს და ეხება: კოალიციის ყველა თანამშრომელს, კოალიციის წევრი ორგანიზაციების ყველა თანამშრომელს, იმის მიუხედავად, იქნება ეს ადგილობრივი, საერთაშორისო, სრულ და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პირები, თუ მოკლევადიანი კონტრაქტით დაქირავებული ადამიანები, მაგ. კონსულტანტები, მკვლევრები და ა.შ. მოხალისეებს, ნდობით აღჭურვილ პირებს და საბჭოს წევრებს, ასევე ნებისმიერ პირს, რომელსაც კოალიციასთან ოფიციალური/კონტრაქტით გათვალისწინებული ურთიერთობა გააჩნიათ. აღნიშნული სტანდარტი ასევე ეხება დონორებს, ჟურნალისტებს, ცნობილ სახეებს, პოლიტიკოსებს და ნებისმიერ მესამე პირს/ებს, რომლებიც ჩაერთვებიან ისეთ ღონისძიებებში ან პროგრამებში სადაც ექნებათ შეხება ბავშვებთან. ისინი წინასწარ გაეცნობიან სტანდარტებს და ვალდებულნი არიან იმოქმედონ შესაბამისად. |
ძირითადი მინიმალური სტანდარტები |
„ბავშვის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური სტანდარტების“ მიდგომები: ინფორმირებულობა – კოალიციის თითოეული თანამშრომელი და მასში შემავალი ყველა ორგანიზაცია იცნობს და ეთანხმება ბავშვის უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკის დოკუმენტს. თავის მხრივ კოალიცია იღებს პასუხისმგებლობას მისი წევრი ორგანიზაციებისათვის უზრუნველყოს წელიწადში 2 საინფორმაციო შეხვედრა ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებზე; პრევენცია – კოალიცია და მასში შემავალი ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ახალი თანამშრომლის აყვანის შემთხვევაში გასაუბრების დროს ხელმძღვანელობენ ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებით და იძიებენ შესაბამის ინფორმაციას ყოველ ახალ კანდიდატზე. ორგანიზაციები მათი სპეციფიკიდან გამომდინარე წინასწარ აფასებენ და საზღვრავენ მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა რისკებს. სასურველია ორგანიზაციებს ჰქონდეთ რისკების შეფასების ფორმა. კოალიცია და მასში შემავალი ორგანიზაციები ბავშვების ფოტოებისა და სხვა პირად ინფორმაციის გავრცელების/გასაჯაროების შემთხვევაში სრულად იცავენ ბავშვის პირადი ცხოვრების დაცვის პრინციპებს. შეტყობინება/რეაგირება - ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევასთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი ბრალდების, თუნდაც ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად უნდა იქნეს გაკეთებული შეტყობინება ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის მინიმალური სტანდარტების აღსრულებაზე პასუხისმგებელ პირთან, რომელიც თავის მხრივ, ორგანიზაციის შიდა რეგულაციის, 2016 წლის 12 სექტემბრის საქართველოს მთავრობის დადგენილება 437-ის რეფერირების პროცედურებისა და სხვა კანონმდებლობის შესაბამისად, ახდენს რეაგირებას; „ბავშვის უსაფრთხოების პოლიტიკის“ ფარგლებში მნიშვნელოვანია კოალიციის თანამშრომლებმა და წევრი ორგანიზაციის თანამშრომლებმა გაითვალისწინონ ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის შემდგომი საკითხები:
შენიშვნა: ეს ჩამონათვალი არც ამომწურავია და არც ექსკლუზიური. თანამშრომლებმა, პარტნიორებმა და სხვა წარმომადგენლებმა ყოველთვის უნდა იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავი უნდა აარიდონ ისეთ ქმედებას ან ქცევას, რის გამოც შეიძლება საქციელი არასწორად იქნას ინტერპრეტირებული, ან წარმოშვას არასწორი პრაქტიკა თუ პოტენციურად შეურაცხმყოფელი ქცევა. |
გამონაკლის დაუშვებლობა |
ბავშვის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური სტანდარტების დაცვა ევალება წინამდებარე დოკუმენტში აღნიშნულ ყველა პირსა და ორგანიზაციას გამონაკლისი გარეშე. |
განმარტებები |
ბავშვი - 18 წლამდე ასაკის პირი (არასრულწლოვანი) ძალადობა - პირის მიერ ბავშვის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით, მიუხედავად იმისა, ეს ქმედება განხორციელდა/ხორციელდება განზრახვით ან/და განზრახვის გარეშე. სექსუალური ექსპლუატაცია - პირის ჩაბმა პროსტიტუციაში, სხვა სახის სქესობრივ მომსახურებაში ან პორნოგრაფიული მასალის წარმოებაში მის მიმართ მუქარის, ძალადობის, იძულების, შანტაჟის ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან სამუშაოს ხასიათისა და პირობების შესახებ ყალბი ინფორმაციის მიწოდებით ბავშვის საუკეთესო ინტერესები – პრინციპი , რომელიც აღიარებს ბავშვის ინტერესების უპირატესობას ყველა სხვასუბიექტის ინტერესებზე და მოიცავს ბავშვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა დაგანვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც მისი ინდივიდუალური მახასიათებლებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრება. ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის მინიმალური სტანდარტების აღსრულებაზე პასუხისმგებელ პირი - არის ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი პირი, რომელიც ორგანიზაციის შიდა რეგულაციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირებს ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევასთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი ბრალდებაზე, თუნდაც ეჭვზე. |
სავალდებულო პროცედურები კოალიციისა და მასში შემავალი ორგანიზაციებისთვის
|
კოალიცია და მასში შემავალი თითოეული ორგანიზაცია ვალდებულია:
წინამდებარე პოლიტიკის ნებისმიერი დარღვევა გამოძიებული იქნება „ადგილობრივი პროცედურების“ და წინამდებარე „ბავშვის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების“ შესაბამისად. აღნიშნული დარღვევა დისციპლინურ დარღვევად უნდა განიხილებოდეს ორგანიზაციების მარეგულირებელი დოკუმენტების შესაბამისად და იწვევდეს ამავე რეგულაციებით გათვალიწინებულ შედეგებს, მათ შორის სამსახურიდან დათხოვნას. |
დამატებითი მითითება |
კოალიცია იღებს ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის სრულ ვალდებულებას. კოალიციის წევრი ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელს ევალება:
|
ანგარიშვალდებულება |
თუ კოალიციის თანამშრომელი, მისი წევრი ორგანიზაცია ან ამ ორგანიზაციის რომელიმე თანამშრომელი არღვევს არსებულ სტანდარტებს და თავად ორგანიზაცია არ რეაგირებს არსებულ დარღვევაზე კანონის შესაბამისად და ამის შესახებ ცნობილია კოალიციის სხვა წევრი ორგანიზაციისათვის, მათ აქვთ ვალდებულება ეს საკითხი წარადგინონ კოალიციის საბჭოს კრებაზე. კოალიციის საბჭო იმსჯელებს არსებულ საკითხზე და შეადგენს მოქმედების გეგმას, ასევე განიხილავს საკითხს კოალიციის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე. |
ცენტრალური პროცედურები |
კოალიციამ უნდა უზრუნველყოს, რომ თითოეული ორგანიზაციის ხელმძღვანელ პირებს გააცნოს წინამდებარე დოკუმენტი, რაც დასტურდება ხელმოწერით. ორგანიზაციის ხელმძღვანელი თავის მხრივ უზრუნველყოფს აღნიშნული დოკუმენტის გაცნობას თანამშრომლებისთვის. კოალიცია ვალდებულია ჩამოაყალიბოს ცენტრალიზებული შეტყობინების სისტემა, ზემოაღნიშნული სტანდარტების დარღვევის შესახებ მომართვებზე რეაგირების და ზედამხედველობის მიზნით. |
კოალიციის წევრი ორგანიზაციები |
|
კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის
ბავშვთა უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკა
12.2018