საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენი ნინო ჟვანიას ღირსეული ორგანიზაციის დაფუძნებისთვის გადასცა!
1998 წ. - „კასპის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელების გადასარჩენად, ქალბატონებმა ნინო ჟვანია-ქადაგიძემ და ჯეინ ენ ქორბოიმ ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“ დააფუძნეს და 24 ბავშვს სიცოცხლე შეუნარჩუნეს, სწორედ ამ დღიდან იწყება პირველი ნაბიჯის ისტორია.
ორგანიზაციამ 20 წლის მანძილზე ასობით ბავშვს გაუწია მომსახურება და უამრავი სპეციალისტი გადაამზადა, რომლებიც დღეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები არიან.
პირველი ნაბიჯის საფუძველში დგას სიკეთე და სწორედ ამ სიკეთემ მოიყვანა ეს ორგანიზაცია დღემდე
ასე მიულოცა ქალბატონმა მაკა ჩიჩუამ ეს დამსახურებული ჯილდო ნინოს ❤ იხილეთ ვიდეო - პირველი ლედი მაკა ჩიჩუა პირველი ნაბიჯის და ნინო ჟვანიას შესახებ