გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

20 ნოემ, 2018
პირველმა ნაბიჯმა 20 წლის იუბილე აღნიშნა

პირველი ნაბიჯის საიუბილეო საღამო ბავშვების მხარდასაჭერად კლუბ ოტიუმში ჩატარდა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის,სამთავრობო უწყებების და იმ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც წლებია პირველი ნაბიჯის ბავშვების გვერდით დგანან. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა ჩვენი ბავშვების და მათი მშობლების ბედნიერი სახეები. განვლილი 20 წელი - ეს იყო უამრავი ბავშვის გადარჩენილი სიცოცხლე, გაზრდილი და პროფესიონალებად ჩამოყალიბებული სპეციალისტები, განხორციელებული პროექტები ბავშვებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად, თუმცა ჩვენ გაჩერების უფლება არ გვაქვს, ჩვენი 20 წლის ისტორია ჩვენი სტიმულია, რომ კიდევ უფრო მეტი შემართებით ვაკეთოთ საქმე რომელიც ასე ძალიან გვიყვარს და ვაკეთოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ასეთი ძვირფასია 

ეს დღე ვერ იქნებოდა ასეთი თბილი, ლამაზი და მხიარული, რომ არა ჩვენი პარტნიორების და მეგობრების უდიდესი მხარდაჭერა 

დიდი მადლობა ნინო სუხიშვილს და ქართულ ნაციონალურ ბალეტს „სუხიშვილები“, რომელიც მრავალი წელია დგას პირველი ნაბიჯის ბავშვების გვერდით. 

დიდი მადლობა თორნიკე გოგრიჭიანს და ჯგუფი The Quintessence რომლებმაც გაგვილამაზეს საიუბილეო საღამო

Mgroup - რომელმაც კლუბ "ოტიუმში" გვიმასპინძლა და არაჩვეულებრივი ფურშეტი შესთავაზა ჩვენს სტუმრებს
ქართული ღვინის ჰოლდინგი - რომელმაც Georgian Sun-ის ბრენდის თეთრი და წითელი ღვინო გადმოგვცა საჩუქრად 
ტკბილი ქვეყანა - რომელმაც უგემრიელესი და ულამაზესი ტორტი მოგვიმზადა და გვაჩუქა საიუბილეოდ
ბაგრატიონი 1882 - რომელმაც ცქრიალა ღვინო გადმოგვცა უსასყიდლოდ
უღრმესი მადლობა ასევე ყველა იმ კომპანიას, რომლებმაც საჩუქრები დააწესეს ლატარიის გათამაშებისთვის

იხილეთ ვიდეო როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორ მოვედით დღემდე - პირველი ნაბიჯის 20 წლიანი ისტორია

ღონისძიების სიუჟეტი იმედის ტელევიზია - პირველი ნაბიჯის 20 წლის იუბილე

დიდი მადლობა სიკეთისთვის 
#ბავშვებზეზრუნვის 20 წელი