გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

26 სექტ, 2018
ამერიკის საელჩოს და პირველი ნაბიჯის ერთობლივი პროექტი

პირველი ნაბიჯის და ამერიკის საელჩოს ერთობლივი პროექტის ღონისძიება 20 სექტემბერს გაიმართა.

პროექტი პირველმა ნაბიჯმა ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და დაფინანსებით განახორციელა, რომლის მიზანიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობა იყო; პროექტის ფარგლებში 11 თვის განმავლობაში განხორციელდა სხვადასხვა ღონისძიებები და აქტივობები, რომელშიც ჩართულები იყვნენ პირველი ნაბიჯის ბენეფიციარები და კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები. ღონისძიებები ჩატარდა როგორც „პირველი ნაბიჯი“ დღის ცენტრში, ასევე სკოლებში და გასართობ ცენტრებში. ღონისძიებები იყო სხვადასხვა ხასიათის და დატვირთვის, ბავშვები ერთობლივად იღებდნენ მონაწილეობასი ნამუშევრების შექმნაში, სკოლის ეზოების მოხატვაში, ერთად აკეთებდნენ გამოფენებს, ასევე იყვნენ ჩართულები სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.

გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან პირველი ნაბიჯის  სპეციალისტებმა ჩაატარეს თემატური შეხვედრები, მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სადაც ისაუბრებეს შეზღუდულ შესაძლებლობებზე, კომუნიკაციის თავისებურებებზე, შშმ პირთა უფლებებზე.

პროექტის ფარგლებში პირველი ნაბიჯის ბავშვები ხუთი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დაუმეგობრდნენ და ბავშვებთან ერთობლივი აქტივობებით ჩაეყრება საფუძველი ერთად ცხოვრების და ერთად თამაშის იდეას.

ჩვენ გვჯერა, რომ პატარ-პატარა, მცირე გამარჯვებებს შეუძლია სამყარო შეცვალოს უკეთესობისკენ. ამიტომ ვცდილობთ,  ყოველდღიურად გადავდგათ თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯი სწორი მიმართულებით, საბოლოო მიზნის მისაღწევად.

 პირველი ნაბიჯის ბავშვების და სკოლის მოსწავლეების დამეგობრების პატარა ამბავი