მუსიკალური თერაპია ეფუძნება ფილოსოფიას, რომ ყველა ადამიანი იბადება განუყოფელი მუსიკალური უნარით და ყველას შეუძლია მუსიკის სწავლა. იმის შესწავლით, თუ როგორ მოქმედებს მუსიკა ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ პროცესებზე, პროფესიონალები თანხმდებიან, რომ მუსიკა ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
პირველი ნაბიჯის კონსულტაციის, ინტერვენციის და თერაპიის ცენტრი (CIT) იწყებს ახალ და საინტერესო მომსახურებას 3–14 წლამდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის - „მუსიკალური თერაპია“.
მუსიკა სტიმულირების, მოტივირებისა და შთაგონების საუკეთესო საშუალებაა ბავშვებში.
მელოდიით გამოწვეული სასიამოვნო განცდები აუმჯობებესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას და სოციალურ უნარებს. ჯგუფური თამაშის დროს ბავშვები მუსიკას ერთობლივად ქმნიან, რაც ეხმარება მათ სხვადასხვა უნარების განვითარებაში, როგორიცაა კომუნიკაცია, ემოციის გაზიარება, ყურადღების კონცეტრირება, სამტყველო სუთქვა, სხეულის კოორდინირებული მოძრაობა და ა.შ.
პროგრამაში ჩართვის მსურველები დაგვიკავშირდით ნომერზე +995 592 042 770
ჯგუფი შეიქმნება და დაიწყებს ფუნქციონირებას სექტემბრიდან.
მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 12 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით.