გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

1 მარ, 2018
სი აი თი (СIT) პირველი ნაბიჯის კონსულტაციის, ინტერვენციის და თერაპიის ახალი ცენტრი

პირველი ნაბიჯი - ეს არის მუდმივად მზარდი, განვითარებადი ორგანიზაცია, სადაც არ არსებობს ბარიერები და ხანდახან დროსაც კი ვუსწრებთ წინ.

ჩვენ უკვე 20 წლის ვართ, როდესაც უკან ვიხედებით და განვლილ გზას ვუყურებთ, ვხვდებით რამდენი რამ შევძელით ჩვენ ბავშვებთან, მშობლებთან და სპეციალისტებთან ერთად და კიდევ უფრო კარგად ვაანალიზებთ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.

პირველმა ნაბიჯმა რამდენიმე ეტაპი გაიარა ამ წლების განმავლობაში - პირველი ეტაპი დასრულდა დეინსტიტუციონალიზაციისა და მცირე საოჯახო სახლების მოდელის შექმნის წარმატებული პროცესით, მეორე ეტაპი მიტოვების პრევენციისა და ოჯახის მხარდამჭერი სერვისების შექმნას ეძღვნებოდა. დღეს, ორგანიზაციის 20 წლის თავზე უკვე მომწიფდა ახალი ეტაპი და ახალი ცენტრის შექმნის იდეა, ეს არის - კონსულტაციის, ინტერვენციისა და თერაპიის ცენტრი სი აი თი (СIT).

აღნიშნული ცენტრის შექმნით განხორციელდება ბავშვის ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობის იდეა, სადაც მომსახურების ფოკუსი ბავშვი, ოჯახი და მისი უახლოესი გარემოცვაა. მეთოდები დაფუძნებული იქნება ბავშვის განვითარების ბიო - ფსიქო - სოციალურ მოდელზე და შესთავაზებს შესაბამის სერვისებს.

პირველი ნაბიჯის ახალ ცენტრში მოსულ ოჯახებს შეხვდება კვალიფიციურ ფსიქოლოგთა გუნდი, რომელიც გაუწევს კონსულტირებას და მისცემს საჭირო მიმართულებას, ჩართავს მომსახურებებში ან გადაამისამართებს სხვა არსებულ სერვისებში. ამ ეტაპზე ნებისმიერ ოჯახს შეუძლია მომართოს „სი აი თი“-ს და მიიღოს პედიატრის, ბავშვთა ნევროლოგის, ოკუპაციური თერაპევტის, ადრეული ასაკის, მოზარდთა და ზრდასრულთა ფსიქოლოგების, ენისა და მეტყველების თერაპევტის, სურდოლოგის კონსულტაციები ნებისმიერ თემაზე, რაც ბავშვის განვითარებას ეხება. განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს მოემსახურებიან ადრეული განვითარების სპეციალისტები, როგორც ბინაზე, ისე საბავშვო ბაღში და ბავშვისთვის ბუნებრივ სხვა გარემოში. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის დანერგილია სხვადასხვა სახის თერაპიული მიდგომები, როგორიც არის ქცევითი თერაპია, ადრეული დენვერის მოდელი, ფლორთაიმი, ჯგუფური, სენსორული, კვების, ენისა და მეტყველების თერაპიები.