გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

11 იან, 2018
მეგობრობამ არ იცის შეზღუდული შესაძლებლობა

თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრად პირველ ნაბიჯში

პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის ბავშვებისთვის განსაკუთრებული დღე დაგეგმეს თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მათ დღის ცენტრის ბავშვებისთვის ინდივიდუალური საჩუქრები მოამზადეს, რომლებიც პირადად გადასცეს თანატოლებს, გარდა ამისა ბავშვებმა ერთობლივად შექმნეს სენსორული სათამაშოები და ძალიან იმხიარულეს.

ბავშვებისთვის ძალიან დასამახსოვრებელი იყო ეს დღე და შემდეგი სტუმრობაც უკვე დაიგეგმა, ამჯერად პირველი ნაბიჯის ბავშვები ესტუმრებიან პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლას, სადაც ასევე იგეგმება ერთობლივი აქტივობების განხორციელება სკოლის მოსწავლეებთან ერთად.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და დაფინანსებით, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.