გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

27 სექტ, 2017
ამერიკის საელჩოს დაფინანსებით პირველი ნაბიჯი ახალ პროექტს იწყებს!

პირველი ნაბიჯი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და დაფინანსებით იწყებს ახალ პროექტს. პროექტის მიზანია - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; პროექტის ფარგლებში 11 თვის განმავლობაში განახორციელდება ღონისძიებები, რომლებშიც ჩართულები იქნებიან პირველი ნაბიჯის ბენეფიციარები და კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები. ღონისძიებები ჩატარდება როგორც „პირველი ნაბიჯი“ დღის ცენტრში, ისე სკოლებში და გასართობ ცენტრებში. ღონისძიებები იქნება სხვადასხვა ტიპის: სპორტული, ერთობლივი სპექტაკლი, ერთობლივი ხატვა, გამოფენები, ზეიმები. პროექტში ჩართულები იქნებიან მოხალისე სტუდენტები.

ღონისძიებების ჩატარებამდე სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სტუდენტებთან, „პირველი ნაბიჯის“ სპეციალისტები ჩაატარებენ თემატურ შეხვედრებს, მათი ცნობიერების ამაღლების მიზნით და ისაუბრებენ შეზღუდულ შესაძლებლობებზე, კომუნიკაციის თავისებურებებზე, შშმ პირთა უფლებებზე.

პროექტის განხორციელების შედეგად მოხდება ცნობიერების ამაღლება ხუთი საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებში, ასევე მოხალისე სტუდენტებში. ბავშვებთან ერთობლივი აქტივობებით ჩაეყრება საფუძველი ერთად ცხოვრებისა და ერთად თამაშის იდეას.

ჩვენ გვჯერა, რომ პატარ-პატარა, მცირე გამარჯვებებს შეუძლია სამყარო შეცვალოს უკეთესობისკენ. ამიტომ ვცდილობთ, ყოველდღიურად გადავდგათ თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯი სწორი მიმართულებით, საბოლოო მიზნის მისაღწევად.

  პირველი ნაბიჯის შემოდგომის ზეიმი