2015 წლის 10 დეკემბერს, ევროპის სახლში, გაიმართა პირველი ნაბიჯის ბენეფიციარების ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მიეძღვნა პირველი ნაბიჯის დონორებს, პარტნიორებს, მხარდამჭერებს და იმ მეგობრებს, რომელთა თანადგომის გარეშე ვერ მოვემსახურებდით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს. ღონისძიებაზე მოკლედ შეჯამდა ორგანიზაციის საქმიანობა, ხელი მოეწერა მემორანდუმს პირველ ნაბიჯსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის. ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბატონმა იან კელიმ, მხარდაჭერა გამოუცხადა პირველ ნაბიჯს და აღნიშნა, რომ ბავშვების განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე ზრუნვა ყველა ჩვენთაგანის მოვალეობაა.