ბორჯღალოსნები და საქართველოს რაგბის კავშირი ‘პირველ ნაბიჯთან’ უკვე 2 წელია რაც მეგობრობს და ამ პერიოდში გვერდში უდგანან ორგანიზაციას ბავშვებისათვის ყოფის გასაუმჯობესებლად. პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის ბავშვები დასწრებიან ეროვნული ნაკრების არაერთ ვარჯიშს. გარდა ამისა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ბ-ნი მილტონ ჰეიგი ნაკრების წევრებთან ერთად აქტიურად ესწრება პრიველი ნაბიჯის მიერ მოწყობის ღონისძიებებს და აქტიურ მონაწილეობას იღებენ.
„ჩვენ, ქართული რაგბი ‘პირველ ნაბიჯთან’ მეგობრობით ძალზე ვამაყობთ და კიდევ ერთხელ გვინდა მოვუწოდოთ სხვა სპორტებსა და ორგანიზაციებს, რომ ვიმოქმედოთ, რადგან ამგვარი ქმედებით საზოგადოებას, თუნდაც სულ ცოტათი, მაგრამ გავაუმჯობესებთ.“ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.