29 ოქტომბერს პირველმა ნაბიჯმა განსაკუთრებული დღე მოაწყო, სადაც მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ რაგბის კავშრის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, ეროვნული ნაკრების წევრები, ცნობილი სახეები და პირველი ნაბიჯის მეგობრები და პარტნიორები თავიანთ შვილებთან ერთად, რომლებიც პირველი ნაბიჯის ბავშვების დღის ცენტრში სწავლას აფინანსებენ. ეს იყო მხიარული და თბილი დღე, სადაც ყველა დადებითი ემოციებით აივსო, როგორც ბავშვები ასევე მათი მშობლებიც.