საქართველოს პირველი ლედი პირველ ნაბიჯს ესტუმრა. ორგანიზაციის თანადამფუძნებელმა ნინო ჟვანიამ, დირექტორმა და სპეციალისტებმა ქალბატონ მაკას დაწვრილებით გააცნეს ორგანიზაციის მიმდინარე პროგრამები და სამომავლო გეგმები. პირველმა ლედიმ დაათვალიერა ადრეული განვითარებისა და სპეციალიზებული დღის ცენტრები, გაეცნო ბავშვებს და გაესაუბრა მშობლებს.