გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სი აი თი

პირველი ნაბიჯის კონსულტაციის ინტერვენციის და თერაპიის ცენტრი

პირველი ნაბიჯის კონსულტაციის, ინტერვენციისა და თერაპიის ცენტრის შექმნით ხორციელდება ბავშვის ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობა, სადაც მომსახურების ფოკუსი ბავშვი, ოჯახი და მისი უახლოესი გარემოცვაა. ცენტრი დაფუძნებულია ბავშვის განვითარების ბიო - ფსიქო - სოციალურ მოდელზე და სთავაზობს შესაბამის სერვისებს.

თითოეული ბავშვის განვითარება საოცარი და უნიკალური პროცესია, რომლის გათვალისწინებითაც უნდა მოხდეს ამ პროცესის ჯანსაღი და ჰარმონილი მიმდინარეობის ხელშეწყობა. იგივე უნდა ითქვას, იმ გარემოზე, სადაც ბავშვი იზრდება, თითოეული ოჯახი უნიკალურია, თავის რესურსებითა და თავისებურებებით, სწორედ ამ რესურსების გააქტიურებაა ჩვენი პროფესიონალების მიზანი. თუ კი ბავშვს რაიმე სირთულეები აქვს განვითარების პროცესში,  სწორედ მისი და მისი ოჯახის უნიკალურობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს მათი გადალახვა. აღნიშნული ხედვის გათვალისწინებით ჩვენი ცენტრი ოჯახებს სთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას:  ცენტრში მოსულ ოჯახს, შეხვდება კვალიფიციურ ფსიქოლოგთა გუნდი, რომელიც გაუწევს კონსულტირებას და მისცემს საჭირო მიმართულებას, ჩართავს ცენტრის მომსახურებებში ან გადაამისამართებს სხვა არსებულ სერვისებში. ამ ეტაპზე ნებისმიერ ოჯახს შეუძლია მომართოს ცენტრს „სი აი თი“ და მიიღოს

- პედიატრის;

- ბავშვთა ნევროლოგის;

- ოკუპაციური თერაპევტის;

- ადრეული ასაკის; 

- მოზარდთა და ზრდასრულთა ფსიქოლოგების; 

- ენისა და მეტყველების თერაპევტის;

- სურდოლოგის კონსულტაციები ნებისმიერ თემაზე, რაც ბავშვის განვითარებას ეხება.

განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს მოემსახურებიან ადრეული განვითარების სპეციალისტები, როგორც ბინაზე, ისე საბავშვო ბაღში და სხვა ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის დანერგილია სხვადასხვა სახის თერაპიული მიდგომები, როგორიც არის ქცევითი თერაპია, ადრეული დენვერის მოდელი, ფლორთაიმი, ჯგუფრი თერაპია, სენსორული თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია, კვების დარღვევების თერაპია. კიდევ ერთი სიახლე გვაქვს მშობლებისთვის, 2018 წლის მარტიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ კვალიფიციური ფსიქოლოგის კონსულტაცია.