გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

30 სექტ, 2018
თბილისიმარათონი 2018 პირველი ნაბიჯისთვის ♥

პირველი ნაბიჯი 2018 წლის თბილისიმარათონის ბენეფიციარი გახდა.

კომპანია ჰაიდელბერგცემენტმა თბილისიმარათონიდან შემოსული თანხა გააორმაგა და პირველ ნაბიჯს დღის ცენტრის სარემონტო სამუშაოებისთვის გადაურიცხა.

➡ 2018 წლის რიგით მე-7 მარათონზე 2720 მონაწილე დარეგისტრირდა, აქედან კომპანია ჰაიდელბერგცემენტმა, გასული წლის მსგავსად, იმ მონაწილეების (1954) თანხა გააორმაგა, რომლებმაც ღონისძიების დღეს, 30 სექტემბერს სტარტის ხაზი გადაკვეთეს და გარბენში მიიღებს მონაწილეობა.

 გაორმაგებული და პირდაპირი წესით გადმორიცხული თანხის ჯამი კი 78280 ლარს შეადგენს, რაც 7 წლიანი ისტორიის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელია!

➡ მარათონში საქართველოში მცხოვრები მონაწილეების გარდა 54 ქვეყანა იყო ჩართული, მათ შორის 500 ბავშვი ბავშვთა გარბენზე დარეგისტრირდა.

პირველი ნაბიჯის სახელით გვსურს ყველას დიდი მადლობა გადავუხადოთ მონაწილეობისთვის! 

უდიდესი მადლობა პირველ რიგში „თბილისიმარათონის“ ორგანიზატორებს, ასევე მოხალისეებს, უკლებლივ ყველა სპონსორსა და პარტნიორ კომპანიას მხარდაჭერისთვის!