Donate now, with your contribution, you help special children!
Money transferred on the first step account is used to develop children with special needs and provide them with better future.

Our Children - Day Care center

Your contribution enables children to stay engaged in Day Care Center program and get services, which will enable them to live worthy and colorful life full of happiness.

ლიზი საფრანგეთში დაიბადა და 7 წლამდე იქ ცხოვრობდა, ექიმებმა სწორედ საფრანგეთში დაუსვეს გონებრივი ჩამორჩენისა და ეპილეფსიის დიაგნოზი. 9 თვის ასაკიდან ჩართული იყო სხვადასხვა თერაპიაში, თუმცა იმ დროისთვის, როცა 6 წლის გახდა და სკოლაში უნდა წასულიყო, დიდი მოთხოვნისა და რიგების გამო სპეციალიზირებული სკოლის მომლოდინეთა სიაში მოხვდა, სწორედ მაშინ გადაწყვიტეს ლიზის მშობლებმა გოგონას საქართველოში ჩამოყვანა სადაც მან ჩვენს დღის ცენტრში დაიწყო სიარული.

ლიზის პატარაობიდანვე ჭარბი წონა აწუხებს, რის გამოც თავს არიდებდა სიარულს და აქტიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებას. ასევე არ აქვს განვითარებული თვით მოვლის უნარები, არ შეუძლია საპირფარეშოს მოხმარება, საკვების დამოუკიდებლად მიღება, ტანსაცმლის ჩაცმა და გახდა. ამ დროის მანძილზე, რაც ლიზი ცენტრში ჩაირიცხა მისი უნარები საგრძნობლად განვითარდა: გოგონამ დაძლია კბილების გახეხვის შიში, დაიწყო მშრალი საკვების სხვისი დახმარებით ჩანგლით ჭამა, ისწვლა წლის ჭიქიდან დალევა, ასევე ფიზიკურად ბევრად გააქტიურდა და უკვე დამოუკიდებლად ადის და ჩადის კიბეებზე.

ამჟამად დღის ცენტრის პედაგოგების დახმარებით აქტიურად აგრძელებს თვით მოვლის უნარების განვითარებას, სწავლობს ხელების დამოუკიდებლად დაბანას, კბილების დამოუკიდებლად გახეხვას, ასევე საკვების სხვისი დახმარების გარეშე მიღებას.

Lizi Gogsadze

7 February , 2023
ლიზი 9 წლის საყვარელი გოგოა, რომელმაც დღის ცენტრში სიარული კოვიდ პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ამჟამად სპეციალისტების მხარდაჭერით ცდილობს დაძლიოს სირთულეები, სწავლობს სხვადასხვა უნარებს, რომლებიც ყოველდღიუ ცხოვრებაში აუცილებლად დასჭირდება.
  • Share: