Donate now, with your contribution, you help special children!
Money transferred on the first step account is used to develop children with special needs and provide them with better future.

Who we are?

Organization taking care of children with special needs

ჩვენ ვართ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე ზრუნვის ორგანიზაცია.

პირველი ნაბიჯი 1998 წელს დაარსდა და დაარსების დღიდან ჩვენი მიზანია გავაუმჯობესოთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება და დავეხმაროს მათ, მიიღონ საჭირო განათლება და დაისწავლონ ახალი უნარები, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. ჩვენ 900-მდე ბავშვს ვემსახურებით ყოველთვიურად სამ ფილიალში - ისანში, რუსთავსა და დიღომში, 10-ზე მეტი პროგრამის ფარგლებში - აუტიზმის პროგრამა, ადრეული ინტერვენცია, დღის ცენტრი და ბინაზე მოვლა - ეს არის 4 დიდი პროგრამა, რომლის ქვეშაც ბევრი ქვე-პროგრამა და მეთოდი ერთიანდება იმისათვის, რომ ბავშვის რესურსი ისევ მის სასიკეთოდ მოვმართოთ, ვასწავლოთ ამ რესურსების სწორად გამოყენება, ავათვისებინოთ ახალი უნარები ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. 

დღის ცენტრის და ბინაზე მოვლის პროგრამების ფარგლებში 40-მდე  მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვებს ვემსახურებით. აღნიშნულ პროგრამებში ჩართული ბავშვები ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. ისინი ვერ დადიან საჯარო სკოლებში, ვერ ერთვებიან ინკლუზიურ სასწავლო პროცესებში, ვერ იღებენ სხვა ცენტრების მომსახურებას, პირველი ნაბიჯი ერთადერთია, სადაც მათ ჰყავთ მეგობრები და არიან ბედნიერები.