Donate now, with your contribution, you help special children!
Money transferred on the first step account is used to develop children with special needs and provide them with better future.

Circles

Non-formal education

ეს არის არაფორმალური განათლების სივრცე, რომლის ფარგლებშიც ბავშვები და მოზარდები აითვისებენ ახალ უნარებს მხიარულ გარემოში თანატოლებთან ერთად.

კულინარიის და სპორტის წრეები შეიქმნა უნიკალური მიდგომით, სადაც შერწყმულია, მხიარულება, ფიტნესი, მზარეულობა, მეგობრებთან ერთად ხალისი და გართობა და ამ ყოველივეს თან ახლავს ისეთი უნარების გამომუშავება, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ. აქ ისწავლიან კრიტიკულ აზროვნებას, ასევე სოციალურ ემოციურ უნარებს აითვისებენ. აღნიშნული წრეები არამხოლოდ ფიზიკურ ვარჯიშს ან კულინარიულ თავგადასავალს ეხება, ის ასწავლის სიკეთეს, პატივისცემას, ბავშები აქ გაიზრდებიან პიროვნულად და ემოციურად.

აქ შექმნილია ისეთი გარემო, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, დახმარებით და ცოდნის გაზიარებით დაამყარონ კომუნიკაცია და დამეგობრდნენ თანატოლებთან, მსგავსი აქტივობების დროს მეგობრობა ასწავლის მათ ემპათიას, გუნდურ მუშაობას და სხვა მნიშვნელოვან თვისებებს, ამიტომ წრეებიც ინტერესების და ასაკის გათვალისწინებით დაკომპლექტდება.

ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვენი შვილების ყოველდღიურობა უნდა გახდეს, თუ გვინდა რომ ჯანმრთელები იყვნენ - გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით ბავშვები პირველ რიგში ისწავლიან სავარჯიშო ინსტრუმენტების სწორად გამოყენებას, წრე მიზნად ისახავს, შევაყვაროთ ბავშვებს ვარჯიში და ვასწავლოთ ჯანსაღად ცხოვრება.

თუ თქვენ ეძებთ ალტერნატიულ განათლებას თქვენი შვილებისთვის, რომელიც აერთიანებს როგორც ფიზიკურ აქტივობებს ასევე კულინარიულს და ამ ყოველივესთან ერთად აყალიბებს პიროვნულ ხასიათს - მაშინ ეს წრეები სწორედ თქვენთვისაა.