2 ივნისს პირველმა ნაბიჯმა ბავშვთა დაცვის დღე ქ. რუსთავის ფილიალში უფასო კონსულტაციის აქციით აღნიშნა..
კონსულტაცია გულისხმობდა ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე ერთი ან რამდენიმე სპეციალისტის მიერ მშობლის კონსულტირებას, დაკვალიანებას და ბავშვისთვის საჭირო მომსახურებების შერჩევას / გადამისამართებას.
შეხვედრაში ჩართულები იყვნენ პირველი ნაბიჯის წამყვანი სპეციალისტები: ბავშვთა ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, კვების, მეტყველების, აკადემიური უნარების და ადრეული განვითარების სპეციალისტები, ფსიქოთერაპევტი.
პირველი ნაბიჯი 25 წელია ემსახურება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს, ვნერგავთ ინოვაციებს, ახალ პროგრამებს, გადმოგვაქვს საერთაშორისო გამოცდილება, ვზრდით თაობებს და მათთან ერთად ვიზრდებით ჩვენც. ქ. რუსთავში 2012 წლიდან ვახორციელებთ სხვადასხვა პროგრამებს და ვეხმარებით ბავშვებს განვითარებაში და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაში. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ აითვისონ აუცილებელი, ცხოვრებისეული უნარები მათთვის საინტერესო და სახალისო გარემოში.
უფასო კონსუტლაცია 40-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო. მომავალში პირველი ნაბიჯი კიდევ გეგმავს მსგავსი ხასიათის საქველმოქმედო კამპანიებს.