Donate now, with your contribution, you help special children!
Money transferred on the first step account is used to develop children with special needs and provide them with better future.

News

Important News

30 June, 2020
KPMG for children of Day Care Centre
KPMG Georgia პირველ ნაბიჯის ახალი მეგობარია, რომელიც დახმარებას პანდემიის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე შეგვპირდა და ეს პირობა მიუხედავად რთული პერიოდისა მაინც შეასრულა.
დღის ცენტრის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ჰაერზე ყოფნა უმნიშვნელოვანესია, თუმცა მზიან ან წვიმიან ამინდში შენობაში დარჩენა უწევდათ, რადგან არ გვქონდა გადახურული სივრცე, სადაც ბავშვების გაყვანას შევძლებდით. KPMG-ის დახმარებით დღეს ეს პრობლემა აღარ გვაქვს, გადაიხურა დღის ცენტრის ერთ-ერთი შენობის აივანი, დამონტაჟდა სპეციალური კარებები და შეიღება მოაჯირები. ბავშვები პანდემიის გამო ჯერ-ჯერობით დისტანციურ მომსახურებას იღებენ, თუმცა განახლებული სივრცით სულ მალე შეძლებენ სარგებლობას.
დიდი მადლობა KPMG-ის გუნდს ამ შესაძლებლობისთვის და ყურადღებისთვის, რომელსაც ჩვენი პატარების მიმართ იჩენენ