Donate now, with your contribution, you help special children!
Money transferred on the first step account is used to develop children with special needs and provide them with better future.

News

Important News

20 October, 2020
Oriflame Georgias' charity campaign
პირველ ნაბიჯს და კომპანია Oriflame-ს მრავალი წლის მეგობრობა აკავშირებს. ორიფლეიმი ხშირად ანებივრებს ჩვენს ბავშვებს სხვადასხვა საჩუქრებით.
ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი კარგი ამბავი შევიტყვეთ - ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ ორიფლეიმის კატალოგებში მალე გაჩნდება საქველმოქმედო პროდუქტები, რომლებიც აღნიშნული იქნება სპეციალური ლოგოტიპით.
ამ პროდუქტების შეძენისას თითოეული თქვენგანი ავტომატურად გახდება ქველმოქმედი, რადგან შემოსული თანხიდან კომპანია გარკვეულ ნაწილს ჩარიცხავს პირველი ნაბიჯის ბავშვებისთვის განმავითარებელი მასალის შესაძენად.
დიდი მადლობა კომპანია ორიფლეიმს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის და პირველი ნაბიჯის ბავშვებზე ზრუნვისათვის.
ჩვენ გვჯერა, რომ პატარ-პატარა, მცირე გამარჯვებებსაც შეუძლია სამყარო შეცვალოს უკეთესობისკენ.
გახდი ქველმოქმედი ორიფლეიმთან ერთად!