გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სტიპენდიის პროგრამა

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

ეს თბილი და მოსიყვარულე ბიჭი ლუკაა თავის მზრუნველ დედიკოსთან ერთად. ისინი რამდენიმე წელია თითქმის ერთ დღესაც არ აცდენენ დღის ცენტრში, რომელიც უკვე მათთვის მეორე ოჯახი გახდა. ლუკა ძალიან მონდომებული და მიზანდასახულია, ძალ-ღონეს არ იშურებს რომ დამოუკიდებლად შეძლოს კიდურების მართვა და მნიშვნელოვანი წარმატებებიც აქვს: უკვე თავისით იღებს სათამაშო ცხოველებს და საყვარელ ტკბილეულს. ადაპტირებული ველოსიპედის ტარებაც ისწავლა! ლუკა განსაკუთრებით ბედნიერია, როცა სპეციალური დამხმარე სასიარულო საშუალებით ფეხზე დადგომა და გადაადგილება შეუძლია.  სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ ლუკას კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებაზე, შედეგად ლუკა ბგერებს წარმოთქვამს და სიმღერების აყოლას ცდილობს, როცა ელაპარაკებიან თვითონაც აყვება ღუღუნით, ეს მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ჩვენთვის!

ლუკას საყვარელი გასართობია დედასთან ერთად ფერადი ჟურნალების თვალიერება და ზოგადად, ყველაფრის დაკვირვებაა. ძალიან უყვარს ბუნებაში გარემოს დათვალიერება. უყვარს როდესაც ეფერებიან და თბილად ეკონტაქტებიან და მთელი სხეულით გამოხატავს დადებით ემოციებს.

ლუკა თორდია

1 ივნ, 2017
ლუკა ძალიან მონდომებული და მიზანდასახული ბიჭია, მისი მონდომება ყველასთვის მისაბაძი მაგალითია, მან უკვე ადაპტირებული ველოსიპედის ტარება ისწავლა.
  • გააზიარე: