გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სტიპენდიის პროგრამა

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

ვილიამმა პირველ ნაბიჯში შეიძინა მეგობრები და მათთან ერთად მხიარულად და საინტერესოდ ატარებს დროს, ესწრება გაკვეთილებს, უსმენს მუსიკას, ისწავლა ბურთზე ხტუნვა. დედის გადმოცემით, სახლში ყოფნის დროს არანაირ თამაში ან სათამაშო არ აინტერესებდა, ხშირად ტიროდა ხოლმე, ცენტრში კი პირველივე დღეს „შეისწავლა“ ყველა სათამაშო, განსაკუთრებით დაინტერესდა ბრჭყვიალა სათამაშოებით და ბურთით. ამ მოკლე დროში ეს მცირედი ცვლილებებიც კი ოჯახის წევრებს ძალიან ახარებს და მომავლის იმედს აძლევს.
ბიჭუნას აუტისტური სპექტრის აშლილობის გამო კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეები აქვს. დღის ცენტრში მოსვლის შემდეგ სპეციალისტები მუშაობენ ბავშვის უნარების შეფასებაზე, რომლის მიხედვითაც უნდა შემუშავდეს ვილიზე მორგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, გაიწეროს კონკრეტული აქტივობები, რათა ბავშვს ეტაპობრივად შეუმცირდეს სხვადასხვა ტიპის დარღვევები და სრულფასოვნად ჩაერთოს ცენტრის სასწავლო პროგრამებში და მეტიც, სამომავლოდ შეძლოს ინკლუზიურ სასწავლო პროცესში ჩართვა და სკოლაში სიარული!

ვილიამ უსოევი

9 მარ, 2018
12 წლის ვილი ძალიან თბილი და ენერგიული ბიჭუნაა, უყვარს გემრიელი კერძები და როგორც თითქმის ყველა ბავშვს, ტკბილეული და სასუსნავები. ის წელიწადზე მეტია, რაც „პირველი ნაბიჯის“ დღის ცენტრში სწავლობს და ძალიან მოსწონს ჩვენი გარემო.
  • გააზიარე: