გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სტიპენდიის პროგრამა

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

ნიკა დღის ცენტრში ყოველთვის დედას მოჰყავს და ელოდება გაკვეთილების დასრულებამდე. მზრუნველი ოჯახი ცდილობს ხელი შეუწყოს ბიჭუნას განვითარებას. 

სპეციალისტების ინტენსიური მუშაობის შედეგად გაუმჯობესდა ნიკას მსხვილი და ნატიფი მოტორიკა: მან ისწავლა ფაზლების დამოუკიდებლად აწყობა და დაშლა, უკვე  3 თითის მეშვეობით შეუძლია პატარა ფირფიტების აღება, თამაშობს ბურთით, ისწავლა ფანქრის ხელში დაჭერა და ფურცელზე ხაზების ხატვა. ეს უნარი საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალში მასთან წერის სწავლება დავიწყოთ. გაიზარდა ჯგუფურ აქტივობებში ბიჭუნას ჩართულობის დრო და ყურადღების კონცენტრაცია. ისწავლა 2 თანმიმდევრული ინსტრუქციის შესრულება, უკვე  დამოუკიდებლად იცმევს მაისურს. ეს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი მიღწევებია, რომლებიც ძალიან გვეამაყება!

ნიკა ჩაირიცხა საჯარო სკოლაში და დღის ცენტრის პარალელურად ჩართულია ინკლუზიურ სასწავლო პროცესშიც. პირველ ეტაპზე ბავშვი რამდენიმე საათით ესწრება გაკვეთილებს, რათა შეეგუოს საგაკვეთილო პროცესს. იმედი გვაქვს, რომ სპეციალისტების ხელშეწყობით თანდათანობით სკოლაში ყოფნის დრო გაიზრდება, რაც ნიკას დაეხმარება განვითარებაში და თანატოლებთან ურთიერთობაში.

ნიკა ჯავახიშვილი

2 აგვ, 2017
ნიკა უკვე საჯარო სკოლაში სწავლობს! ძალიან თბილი და საყვარელი ბიჭუნაა, მოსწონს მოფერება და ჩახუტება, უყვარს თვალებში ღრმად ჩახედვა და დიდხანს, დაკვირვებით ყურება. თვითონ სულ მომღიმარი და თვალებგაბრწყინებული დადის, დახტის და ხალისობს.
  • გააზიარე: