გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სტიპენდიის პროგრამა

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

ოჯახის გადმოცემით, ლუკა აქამდე სახლში მოწყენილი იყო, ტიროდა, ერთფეროვანი დღის რეჟიმის გამო თამაშის სურვილიც არ უჩნდებოდა და გაღიზიანებული ღამით ვერ იძინებდა. დღის ცენტრში ლუკას გაცილებით საინტერესო და დატვირთული ცხოვრება აქვს, ამიტომ მცირე დროის მიუხედავად, დადებითი ცვლილებები უკვე შესამჩნევია ბავშვის მზრუნველისათვის, ლუკამ უკვე გაიჩინა მეგობრები, ესწრება გაკვეთილებს, უსმენს მუსიკას, ხატავს, უყურებს მულტფილმებს, თამაშობს ბურთით და სენსორული სათამაშოებით, მსგავსი აქტივობები სიამოვნებას ანიჭებს და ამასთან ავითარებს მას გონებრივად.

სპეციალისტების  მიერ შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია ლუკას  ელემენტარული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაზე, როგორიცაა - კომუნიკაცია, კიდურების/კუნთების ადეკვატური მოძრაობა, საგაკვეთილო პროცესში ინდივიდუალურ და ჯგუფურ აქტივობებში ჩართვა, კვების პროცესის გაუმჯობესება და სხვ. გარდა ამისა, მისთვის აუცილებელია შეგრძნებითი ორგანოების (მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეხება და სხვ.) ფუნქციონირების გაუმჯობესება, რაზეც ინტენსიურად ზრუნავს ჩვენი გუნდი.

 

                   

ლუკა ჭელიძე

2 აგვ, 2017
ლუკა, „პირველი ნაბიჯის“ დღის ცენტრს სულ ახლახანს შემოუერთდა და უკვე იპოვა მისთვის საინტერესო და სასიამოვნო აქტივობები, რაც ძალიან გვახარებს!
  • გააზიარე: