გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სტიპენდიის პროგრამა

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

დათო რამდენიმე წელია ბებოსთან ერთად ყოველდღიურად მოიჩქარის დღის ცენტრში საკმაოდ შორი მანძილიდან - მცხეთიდან. აქ მისთვის საყვარელი გარემოა, სადაც ყავს უამრავი მეგობარი, მათთან ერთად ხალისობს, სწავლობს და ვითარდება. სპეციალისტების მიზანმიმართული მუშაობის შედეგად დათო უფრო კომუნიკაბელური გახდა, საგრძნობლად გაიზარდა სიტყვების მარაგი, ბიჭუნა უკვე გარკვევით და ნათლად გამოთქვამს სიტყვებს, რაც ადრე ძალიან უჭირდა.

დათომ ისწავლა ემოციების მართვა და გამოხატვა. გაუმჯობესდა შემეცნებითი  და თვითმოვლის უნარები. ბიჭუნა ისე გაყოჩაღდა, რომ აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა კერძების მომზადებაში - მეგობრებთან ერთად ამზადებს უგემრიელეს პიცას, სალათებს, სენდვიჩებს და ბუტერბროდებს.

მას განსაკუთრებულად უყვარს მეგობრებთან ერთად გასვლით გაკვეთილებზე სიარული სპორტ-დარბაზში, ზოოპარკში, საბავშვო ბიბლიოთეკაში, თეატრში და სხვ.  საქმიანი და კეთილი ბიჭია - ეხმარება ყველას - ბებოს, მასწავლებლებს, მეგობრებს. როგორც ყველა ბავშვი, დათოც სასუსნავების მოყვარულია!

დათო შერაზადიშვილი

1 ივნ, 2017
დათო ძალიან სპორტული და მოძრავი ბიჭია, უყვარს ბურთით თამაში, ველოსიპედის ტარება, ბატუტზე ხტომა, კლდეზე ცოცვა.
  • გააზიარე: