გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

ჩვენი გუნდი

პირველი ნაბიჯის გუნდი

რუსუდან ბოჭორიშვილი

რუსუდანი პროფესიით ფსიქოლოგი, ბავშვის განვითარების მაგისტრია. მან პირველ ნაბიჯში მუშაობა 2001 წელს სოციალური მუშაკის თანამდებობაზე დაიწყო, 2003 წელს ბავშვთა საცხოვრებელი პროგრამის ფსიქოლოგი გახდა, 2006 წლიდან რამდენიმე წელი ორგანიზაციის მულტიდისციპლინური გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე იმუშავა, 2012 წლიდან იყო ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამის ხელმძღვანელი და პირველი ნაბიჯის ბავშვთა განვითარების პროგრამების ხელმძღვანელი. 2024 წლიდან რუსუდანი პირველი ნაბიჯის კონსულტაციის და თერაპიის ცენტრში რჩება კონსულტანტის რანგში.