გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სტიპენდიის პროგრამა

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

ქეთი მხიარული გოგონაა, ძალიან უყვარს სიცილი და ხშირად გამოხატავს პოზიტიურ ემოციებს. თუმცა ემოციების მართვა მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამ მიმართულებით დღის ცენტრის სპეციალისტები ინტენსიურად მუშაობენ და შედეგად ქეთი ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევს - გოგონა უფრო მშვიდი გახდა, ასრულებს მარტივ ინსტრუქციებს, ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, რეაგირებს სახელზე. ის უკვე კოვზით დამოუკიდებლად მიირთმევს საკვებს. ბურთითაც ხშირად თამაშობს. ეს მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებებია გოგონას ცხოვრებაში, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ!

ქეთის ერთი შეხედვით უცნაური, მაგრამ სახალისო სენსორული თამაშები მოსწონს, სხვადასხვა მარცვლეულში დამალული ნივთების პოვნა და ქაფში თამაში უყვარს, თუმცა ყველაზე მეტად პრიალა და ჭრაჭუნა ნივთებით ხალისობ. ასეთი აქტივობები მას განვითარებაში ეხმარება და თან სიამოვნებას ანიჭებს. ქეთის ასევე უყვარს საქანელაზე ქანაობა, საპნის ბუშტები, ხელით ხატვა, მუსიკალური კლიპების ყურება მეგობრებთან ერთად,  მაგრამ ყველაზე მეტად მაინც პუფში დასკუპება სიამოვნებს, გადაიდებს ფეხს ფეხზე და ფიქრობს ბევრს...

ქეთი ავდეევა

1 ივნ, 2017
მომღიმარი და მოსიყვარულე ქეთი ჩვენი ცენტრის ყველაზე პოზიტიური წევრია.
  • გააზიარე: