გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სტიპენდიის პროგრამა

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

ნიკას სპასტიური პარაპლეგიის - მენინგოენცეპალიტის ნარჩენი მოვლენების და გონებრივი განვითარების ღრმა ჩამორჩენის გამო კომუნიკაციის, ქცევისა და სოციალური უნარ-ჩვევების სირთულეები აქვს. სრულად არის დამოკიდებული მშობლებზე კვების, ჩაცმა-გახდის, და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პროცესში. უჭირს წონასწორობის შენარჩუნება რის გამოც ხშირად გადაადგილებისას დახმარებას საჭიროებს (აღენიშნება ვესტიბულარული სისტემის პრობლემები). ნიკა საჭიროებს სენსორული სტიმულების, ტაქტილური შეგრძნებებისა და გემოების გამრავალფეროვნებას. ამჟამად კლასის გარემოში ნიკა ერიდება დამოუკიდებლად გადაადგილებას და უპირატესობას ხოხვას ანიჭებს. მისთვის სიახლეა დღის ცენტრის საგაკვეთილო პროცესი, რის გამოც უჭირს აქტივობებში სრულფასოვნად ჩართვა. არსებული სირთულეების დასაძლევად ნიკასთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა ის მიეჩვიოს მაგიდასთან ჯდომას, რაც ამჟამად არ მოსწონს და აპროტესტებს. მაგიდასთან ჯდომის ჩვევა საშუალებას მოგვცემს, რომ ნიკა ეტაპობრივად ჩაერთოს სხვადასხვა აქტივობებში და ვიზრუნოთ მისი უნარების განვითარებაზე. სირთულეების დასაძლევად დღის ცენტრის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ნიკაზე მორგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც მისი თვით მოვლის, სოციალური და კომუნიკაციის უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანია ელემენტარული, მაგრამ აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე მუშაობა, როგორიცაა - ჭამისა და მოთხოვნილებების დამოუკიდებლად დაკმაყოფილება, ეს საკმაოდ შრომატევადი და გრძელვადიანი მიზანია, რომელიც დღის ცენტრის გუნდისა და ოჯახის ერთობლივი და ეტაპობრივი ძალისხმევის შედეგად მიიღწევა.

ნიკა კაკუბავა

10 ივნ, 2019
9 წლის ნიკა თბილი და მეგობრული ბიჭია. ძალიან უყვარს მუსიკის მოსმენა, ქაფით და სველი ბურთებით თამაში და ბურთების აუზში ნებივრობა.
  • გააზიარე: