გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სტიპენდიის პროგრამა

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

ლექსო არ ავლენს რაიმე ტიპის რთულ ქცევას, თუმცა მასთან კომუნიკაცია და მისთვის საკმარისი დროის დათმობა განვითარების კუთხით ოჯახს უჭირს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოჯახში იმყოფება 4 ბავშვი, რომელთაგან 2 განსაკუთრებული საჭიროების მქონეა. შესაბამისად ვერ ეთმობა თითოეულ მათგანს დიდი დრო, რომ სრულად მოხდეს მათი არსებული უნარების გავარჯიშება და ახალი ადაპტური ქცევების ათვისება და ჩამოყალიბება. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ კვების პროცესი, როდესაც მზრუნველი საკუთარი ხელით აჭმევს დიდი ლუკმებით ბავშვს, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია კვება, თუმცა სჭირდება დიდი დრო და ოდნავ ისვრება. ამის გამო, ლექსოს არ აქვს განვითარებული ღეჭვის უნარები (აქვს ყბის კუნთების დაბალი ტონუსი, ნელა ამოძრავებს პირს და ა.შ.).

ლექსოს აქვს პოტენციალი ისწავლოს დამოუკიდებლად ჩაცმა, გახდა, თავისი ნივთების ალაგება თამაშის შემდგომ, რაზეც რეკომენდაციები ბინაზე მოვლის პროგრამაში გაწერილი იყო, თუმცა მცირე დაფინანსების და შესაბამისად სპეციალისტების ვიზიტების სიმცირის გამო, ვერ ხერხდებოდა მასთან სისტემატური მუშაობა და ოჯახიც დროის გამო ვერ ასრულებდა რეკომენდაციებს. დღის ცენტრი ლექსოს მიეხმარება ამ უნარების ყოველდღიურ გავარჯიშებაში და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლექსოს საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის ახლოს საბავშვო სკვერი, სადაც ის შეძლებს მიიღოს ის მინიმალური სენსორული სტიმულაცია, რასაც თუნდაც სასრიალო ან საქანელა სთავაზობს. დღის ცენტრში სიარული მას საშუალებას აძლევს გაიმრავალფეროვნოს გარემო, ურთიერთობა ჰქონდეს მეტ სპეციალისტთან და შეიძინოს მეგობრები. ოჯახი ვერ ახერხებს საკუთარი სახსრებით ატაროს ბავშვი გასართობ ადგილებში ან თუნდაც დღის ცენტრში. მისი დაფინანსება კი ამგვარ პრობლემებს გადაუჭრის და საშუალებას მისცემს თავისი პოტენციალი მაქსიმალურად განავითაროს და გამოავლინოს.

 

ალექსანდრე ხოხობაშვილი

14 იან, 2019
14 წლის ალექსანდრე საკმაოდ თბილი და კომუნიკაბელური ბიჭია. ის 2018 წლის ოქტომბრიდან ირიცხება პირველ ნაბიჯში, მანამდე კი სარგებლობდა ამავე ორგანიზაციის ბინაზე მოვლის მომსახურებით. ლექსო 2 წლის ასაკიდან იმყოფება მინდობით აღზრდაში კიდევ 3 ბავშვთან ერთად. ბიოლოგიური ოჯახიდან მას მხოლოდ ბიძა (მამის მხრიდან) თვეში რამდენჯერმე მხოლოდ ტელეფონის საშუალებით კითხულობს.
  • გააზიარე: