გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სტიპენდიის პროგრამა

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

მეგი გარშემომყოფებს ყოველდღიურად უმტკიცებს, რომ ადამიანებს შორის ურთიერთგაგებისთვის მეტყველება ხშირად სულაც არაა აუცილებელი! სიტყვების გარეშე, სხეულის ენით და ბგერებით უყვება ყველას უახლეს ამბებს, უფროსებთან კომუნიკაცია მისი ერთ-ერთი საყვარელი გართობაა. ძალიან მოსწონს მულტფილმების და მუსიკალური კლიპების ყურება.

მეგის ტყუპისცალი დაიკო ჰყავს, ისინი ფიზიკურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაგრამ დღესდღეობით ორივეს საინტერესო და დატვირთული ცხოვრება აქვთ.  დილით გოგონები სახლიდან ერთად გამოდიან, მეგი დღის ცენტრში მოდის სპეციალური ტრანსპორტით, რომელსაც მისთვის ჩვენი ორგანიზაცია უზრუნველყოფს, ხოლო მისი დაიკო - სკოლაში.  „პირველ ნაბიჯში“ მოსვლამდე, მეგი ყოველ დილით უყურებდა თავისი დას, როგორ მიდიოდა ბაღში და შემდეგ უკვე სკოლაში, თვითონ კი რჩებოდა სახლში, რაც განსაკუთრებით მძიმე იყო მისთვის, რადგან მასაც ესაჭიროება სკოლა, მეგობრები, სოციალიზაცია, რისი საშუალებაც მას უკვე პირველი ნაბიჯის დღის ცენტრმა მისცა.

„პირველი ნაბიჯის“ სპეციალისტები მეგისთან ინდივიდუალური პროგრამით მუშაობენ მის განვითარებაზე. ბავშვი კომუნიკაციას ამყარებს შეხებით, მზერით, გოგონას უჭირს სიტყვების წარმოთქმა და პედაგოგები ამ მიმართლებით მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებენ, რათა მეგიმ შეძლოს სიტყვემის გამოთქმა და მეტყველება. დღის ცენტრი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეგის ცხოვრებაში, რადგან აქ ვითარდება მისი ფუნქციური და სოციალური უნარები. გოგონამ ისწავლა ისეთი ელემენტარული, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანი უნარები როგორიცაა, საკვების საკუთარი ხელით ჭამა, ფანქრის, კალმის ხელში დაჭერა და ხატვა, იღებს მონაწილეობას ჩაცმის პროცესში, რაც აქამდე ფაქტიურად შეუძლებელი იყო მისთვის. ერთვება თამაშებში და საგაკვეთილო პროცესში, ესმის და ასრულებს პედაგოგის ინსტრუქციებს, ანსხვავებს საკუთარ და სხვის ნივთებს, ხალისით მონაწილეობს მარტივი კერძების მომზადების პროცესში და ძალიან უყვარს ექსკურსიები დღის ცენტრის მეგობრებთან ერთად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეგი აბაშია

2 აგვ, 2017
მეგის ლიდერისთვის დამახასიათებელი საუკეთესო თვისებები აქვს: არის ძალიან აქტიური და მხიარული, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და პირველობა, თავისი ჯადოსნური ღიმილით და მოსიყვარულე ხასიათით მაშინვე ახდენს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას. საოცრად კონტაქტურია, ჰყავს ბევრი თანატოლი და უფროსი მეგობარი.
  • გააზიარე: