გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სტიპენდიის პროგრამა

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

ლუკამ დღის ცენტრში ბევრი თანატოლი და უფროსი მეგობარი შეიძინა, ბედნიერია, როცა მათთან ერთად თამაშობს ქვიშაში, ქანაობს საქანელაზე, უსმენს მუსიკას, ხტუნავს ბატუტზე. დასაწყისში ძალიან აპროტესტებდა გაკვეთილებზე დასწრებას, არ მოსწონდა მაგიდასთან ჯდომა, სპეციალისტების მუშაობის შედეგად ბიჭუნა სასწავლო პროცესში აქტიურად ერთვება, თანდათანობით იზრდება ჯგუფურ აქტივობებში მისი მონაწილეობის დრო. ლუკა განსაკუთრებით ინტერესდება სენსორული ანუ შეგრძნებებთან დაკავშირებული თამაშებით - ქაფით, ბურღულეულით, წყლით თამაშები, რომლებიც ერთის მხრივ დიდ სიამოვნებას ანიჭებს მას და პარალელურად ავითარებს გონებრივად. 

ლუკა მუდამ მომღიმარი და მხიარულია, უყვარს, როცა ეფერებიან, სულ თვალებში გვიყურებს და პოზიტიურ ემოციებს გადმოგვცემს! მეტყველების სირთულეების გამო, ის ჯერჯერობით ბგერებს გამოსცემს. ბიჭუნას კომუნიკაციისა და თვითმოვლის უნარების განვითარება, ემოციების მართვა და გამოხატვა ჩვენი სპეციალისტებისთვის დიდი გამოწვევაა, რაშიც ინტენსიურად მუშაობენ და შედეგებსაც ნელ-ნელა აღწევენ.

ლუკა სამაშვილი

2 აგვ, 2017
10 წლის ლუკა კონტაქტური და ენერგიული ბიჭია, ძალიან უყვარს სირბილი და მოძრაობა, დღის მანძილზე იმდენს დარბის შეუჩერებლად, რომ ნამდვილი ჩემპიონია სირბილში!
  • გააზიარე: