გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სტიპენდიის პროგრამა

თქვენი წვლილით ეხმარებით ბავშვებს მიიღონ დღის ცენტრის მომსახურება, რათა ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

ერიკი დღის ცენტრში რამდენიმე წელია სწავლობს, სპეციალიტების მუშაობის შედეგად მან ისწავლა დამოუკიდებლად ჭამა, ხელების დაბანა, გაიზარდა მისი ყურადღების კონცენტრაციის დრო, ეჩვევა წესებს,  ერთვება ინდივიდუალურ და ჯგუფურ აქტივობებში გაკვეთილებზე. ერიკმა უკვე კარგად აითვისა დასურათებული ბარათებით კომუნიკაციის პირველი ფაზა - მაგალითად, როცა მისთვის საყვარელი წვენი უნდა, იღებს წვენის ბარათს და გვიჩვენებს. ეს საშუალებას გვაძლევს რომ ამ მიმართულებით გავაგრძლოთ სწავლება და თანდათანობით გავამრავალფეროვნოთ ერიკის ლექსიკონი.

ხმაურიანი გარემო და კაშკაშა განათება მისთვის შემაწუხებელია, ამიტომ ცდილობს მოძებნოს წყნარი ადგილი და გაერთოს ირგვლივ მოვლენების/ადამიანების ყურებით. 

ერიკ ასლანიანი

2 აგვ, 2017
ერიკი მშვიდი, კომფორტის და თავისუფლების მოყვარული ბიჭუნაა. ყველაზე კარგად იცის, როგორ შეიქმნას დამოუკიდებლად კომფორტი და სიმყუდროვე. ის პლასტელინის ნამდვილი „ექსპერტია“, ისეთი ფიგურებს ძერწავს, ყველას აკვირვებს.  
  • გააზიარე: