გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

დღის ცენტრი

მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და ქცევითი აშლილობის მქონე ბავშვთა ცენტრი

დღის ცენტრი

პირველი ნაბიჯის დღის ცენტრი ემსახურება 6-დან 18-წლამდე მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების, ასევე ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით გამოხატული სხვა გონებრივი ჩამორჩენის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს.

ჩვენი მიზანია, ბავშვებისა და მოზარდების ღირსეული, ხალისიანი და მრავალფეროვანი ცხოვრების უზრუნველყოფა,  ფუნქციური უნარების განვითარება, დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

დღის ცენტრის პროგრამას მულტიდისციპლინური გუნდი (ფსიქოლოგი, პედიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური განათლების პედაგოგი და სოციალური მუშაკი) ახორციელებს. თითოეული ბავშვის სპეციალური ინსტრუმენტებით შეფასების შემდეგ იქმნება ინდივიდუალური აბილიტაცია/რეაბილიტაციის და საგანმანათლებლო გეგმები, რომელიც ეფუძნება ბავშვის შესაძლებლობებს და ინტერესებს.

ამჟამად პირველი ნაბიჯის დღის ცენტრში ფუნქციონირებს არაფორმალური განათლების 5 პროგრამა: მეცნიერება, ხელოვნება, კომუნიკაცია, სენსო-მოტორული და მეტყველება. არაფორმალური სწავლების პროცესს უძღვება ორი სპეციალური განათლების პედაგოგი. სწავლება მიმდინარეობს სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობებით, რომელიც ეყრდნობა პრინციპს - „თამაშით სწავლა“. რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმები და არაფორმალური განათლების პროგრამები მიმართულია თვით-მოვლის, სოციალური ქცევის, ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარებისაკენ. გარდა ამისა, დღის ცენტრი უზრუნველყოფს ბავშვების ტრანსპორტირებას და ორჯერად კვებას.  

პირველი ნაბიჯის დღის ცენტრს 42 ბავშვის მომსახურება შეუძლია.