გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სამედიცინო მომსახურება

სამედიცინო მომსახურება

სამედიცინო მომსახურება მიზნად ისახავს, ორგანიზაციის ყველა  პროგრამაში ჩასართავი  აღსაზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას და  მათ შემდგომი მონიტორინგს, ასევე ზოგადად ყველა დაინტერესებული პაციენტის ნევროლოგიურ და თერაპიულ გასინჯვას 0-დან 17 წლამდე.

 

სამედიცინო მომსახურების ფარგლებში, ბენეფიციარს მიეწოდება სამედიცინო კონსულტაცია, რომელიც მოიცავს:

✔ პირველად თუ პერიოდულად წარმოშობილი დაავადებების კონტროლს;

✔ დიაგნოზის დასმას, კვლევას, დანიშნულების მიცემას;

✔ საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას ვიწრო სპეციალისტთან;

✔ კოგნიტური და მოტორული უნარების შეფასებას სპეციალური კითხვარის მიხედვით;

✔ იხსნება ბენეფიციარის პირადი ისტორია;

✔ სურვილის შემთხვევაში გაიცემა ფორმა  #100;

✔ შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში აღსაზრდელის ბინაზე მონახულება, კვლევა და ჰოსპიტალიზაციაში რეფერირება;

 

სამედიცინო პროგრამა ასევე  ხელს უწყობს ბენეფიციარების მშობლებს და დაინტერესებულ პირებს რეკომენდაციებისა და სამედიცინო ლიტერატურის მიწოდებას.