გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

ჯგუფური თერაპია თამაშით

ჯგუფურ აქტივობაში მონაწილეობა ხელს უწყობს ბავშვის სოციალურ- ემოციური სფეროს განვითარებას. პატარები სწავლობენ სათამაშოების ერთმანეთისთვის გაზიარებას, რიგში დგომას, დალოდებას, გულშე- მატკივრობენ ერთმანეთს, ითვალისწინებენ სხვა ადამიანის შეხედულებას, იცავენ ჯგუფის წესებს, ამყარებენ კომუნიკაციას გარშემომყოფებთან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯგუფური აქტივობები ეხმარება ბავშვებს, უფრო მეტი წარმატებით ჩაერთონ ბაღისა და სკოლის გარემოში.