გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სტიპენდიის პროგრამა

სტიპენდიის პროგრამა ბავშვებს საშუალებას აძლევს მიიღონ დღის ცენტრის სრულფასოვანი მომსახურება, ჰქონდეთ ღირსეული, მრავალფეროვანი და მხიარული ბავშვობა.

გაიცანით ჩვენი ბავშვები - სტიპენდიის პროგრამა

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ პირველი ნაბიჯის ერთი ან რამდენიმე ბავშვის სპონსორი, გადაუხადოთ დღის ცენტრში სწავლის საფასური, თვეში 350 ლარი და შეცვალოთ მისი ცხოვრება უკეთესობისკენ.

ეს საფასური მოიცავს: 1. საგანმანათლებლო მუშაობას რომელიც ხორციელდება სპეციალისტების მიერ; 2. ტრანსპორტირებას; 3. ორჯერად კვებას; 4. მრავალფეროვან „წრეებში“ მონაწილეობას.

სტიპენდიების პროგრამა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის, რათა დღის ცენტრში დარჩენა და მომსახურების მიღება შეძლონ და არ მოუწიოთ სახლში, საზოგადოებისაგან იზოლაციაში ცხოვრება.

სურვილის შემთხვევაში, შგიძლიათ მობრძანდეთ, გაიცნოთ თქვენს მიერ დაფინანსებული ბავშვი, ასევე რეგულარულად მიიღებთ ინფორმაციას ბავშვის წარმატებებისა და მიღწევების შესახებ.

ტელ: +995 32 2603 604;

ლუბლიანას ქუჩა 21 ბ; თბილისი 0159/ 

ელ.ფოსტა: fsg@firststep.ge;

ვებ-გვერდი: www.firststep.ge;

www.facebook.com/firststepgeorgia 

საკონტაქტო პირი - გუჩი თავხელიძე - g.tavkhelidze@firststep.ge  

პრეზენტაცია სტიპენდიის პროგრამის შესახებ იხილეთ აქ - pictures

ხელშეკრულებით სტიპენდიის თანხა თვეში შეადგენს 350 ლარს, ხოლო ჯამური თანხა 12 თვეზე შეადგენს 4200 ლარს

ანგარიშის ნომერი: GE53TB0600000001700693 - სს თიბისი ბანკი - ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო"

 

ვიდეო მასალა

ბავშვებზე ზრუნვის 18 წელი

სტიპენდიის პროგრამა დღის ცენტრის ბავშვებისთვის 

მე აქ ყოვლისშემძლე ვხდები 

ირლანდიის რაგბის 20 წლამდელთა ნაკრების ვიზიტი პირველ ნაბიჯში

ერთად ვაშენებთ ინკლუზიურ საზოგადოებას