გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

3 ივნ, 2019
ბავშვების ექსკურსია აეროპორტში TAV Georgia-სგან

წარმოიდგინეთ, ბავშვობაში რომ წაეყვანეთ ვინმეს ექსკურსიაზე აეროპორტში, თანაც უბრალოდ კი არ წაეყვანეთ, ეჩვენებინათ ყველაფერი, გაგევლოთ ყველა ეტაპი, რასაც გამგზავრების დროს გადიან მგზავრები, დაგეთვალიერებინათ და საკუთარ თავზე მოგერგოთ სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, შიგნიდან დაგეთვალიერებინათ თვითმფრინავები. ალბათ ამაზე საინტერესო და სახალისო არაფერი არ იქნებოდა.
დიდი მადლობა Tbilisi and Batumi International Airports-ს, რომელმაც ასეთი დაუვიწყარი თავგადასავლებით სავსე დღე მოუწყო პირველი ნაბიჯის კონსულტაციის და თერაპიის ცენტრის ბავშვებს. ამ ემოციას არაფერი შეედრება.