გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

5 ივნ, 2019
კულინარიის მასტერკლასი AZZATO-სგან

აზატომ პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის ბავშვებს გემრიელი და ხალისიანი დღე მოუწყო
სპეციალურად პირველი ნაბიჯის ბავშვებისთვის აზატომ მასტერკლასი მოაწყო და ბავშვებთან ერთად უგემრიელესი ტორტი გააკეთეს. 
როგორი ყურადღებით და სიფაქიზით მუშაობენ ჩვენი ყოჩაღი მზარეულები, ფოტოებშიც კარგად ჩანს. 
უღრმესი მადლობა AZZATO-ს და მის საოცრად თბილ და მოსიყვარულე გუნდს ამ დადებითი ემოციებისთვის. 
ეს დღე ჩვენს ბავშვებს დიდხანს ემახსოვრებათ ♥