გადმორიცხე თანხა, ერთად უზრუნველვყოთ განსაკუთრებული ბავშვების ღირსეული ცხოვრება!
თქვენი წვლილი ყოველი ბავშვის გამარჯვებისკენ გადადგმული ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჩარიცხული თანხა ხმარდება ბავშვებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას და მათი განვითარების ხელშეწყობას.

სიახლეები

მნიშვნელოვანი მოვლენები

12 აპრ, 2019
ძველი სათამაშოების ახალი სიცოცხლე

პირველმა ნაბიჯმა ძველი სათამაშოების გაცოცხლების კამპანია დაიწყო, რომელსაც უკვე არაერთი კომპანია და მათი თანამშრომლები შემოუერთდნენ.
EY-ს, Hotel and Preferance Hualing Tbilisi, სასტუმრო გალერი პალასი, TAV Georgia, კომპანიაების წარმომადგენლები პირველ ნაბიჯს ესტუმრნენ და ბავშვებს მეორადი და ახალი სათამაშოები გადასცეს, რომლებიც თანამშრომლებთან ერთად შეაგროვეს.
ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც კიდევ რამდენიმე კომპანიას მივმართეთ. 
ჩვენს მეგობრებს კი უდიდეს მადლობას ვუხდით ყურადღებისთვის და მხარდაჭერისთვის, აღნიშნული სათამაშოებით ჩვენი სპეციალისტები 600-ზე მეტ ბავშვს გაუწევენ მომსახურებას.